მოვლენები

პროექტის დასკვნითი კონფერენცია გაიმართა

2014-03-16

10 თებერვალს, მასწავლებლის სახლში, გაიმართა პროექტის „ინოვაციური განათლების ადგილობრივი ლიდერების“ დასკვნითი კონფერენცია.

პრიექტი 2013 წლის აპრილში დაიწყო და მის უმთავრეს მიზანს წარმოადგენდა სწავლების მეთოდოლოგიისა და სიახლეების გადაცემა საქართველოში, რათა ადგილობრივ თემებსა და სკოლებში ინოვაციური საგანმანათლებლო ინიციატივები წარმოიშვას, რაც განათლების სფეროში მოღვაწე ლიდერებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობებს გააძლიერებს.

პროექტის ფარგლებში შერჩეულ იქნა მასწავლებლები, რომელთაც სწავლებაში თანამედროვე ინოვაციური მეთოდების გამოყენებაში, პოლონელი, სლოვაკი, უნგრელი და ჩეხი ექსპერტების მიერ მომზადებული 4 ეტაპიანი ტრენინგების სერია გაიარეს. ტრენინგები მოიცავდა შემდეგ თემებს: „აქტიური სწავლება“; „შემოწმედებითობა განათლებაში“; „ინოვაციური განათლების საშუალებები“ და „დებატები და სხვა სათათბირო მოდელები კომპლექსური და წინააღმდეგობრივი საკითხების გადმოცემისას“.

შემაჯამებელ კონფერენციაზე განხილული იყო პროექტის მიმდინარეობა, განხორციელებული აქტივობები, ინოვაციური განათლების მეთოდების პრაქტიკაში დანერგვა, ასევე ჩატარდა 6 ვორკშოპი, რომელთაც ქართველი, პოლონელი, ჩეხი, სლოვაკი და უნგრელი ექსპერტები უძღვებოდნენ.

მონაწილეებს კონფერენციის ძირითადი ნაწილის გარდა, საშუალება ჰქონდათ, რომ თითოეული სესიიდან აერჩიათ და დასწრებოდნენ თითო ვორკშოპს.

ვორქშოპების თემები გახდლათ შემდეგი: „კინოხელოვნება განათლებაში“, რაც გულისხმობს, როგორ გამოვიყენოთ მხატვრული, დოკუმენტური ან ანიმაციური ფილმი ბავშვებთან და ახალგაზრდობასთან მუშაობისას ენისა და ლიტერატურის, მუსიკის, ისტორიისა და ხელოვნების გაკვეთილებზე; „ვოქრშოპი ქართული გამოცდილების შესახებ“, სადაც განხილული იყო პროექტის მიმდინარეობისას შეძენილი ცოდნისა და უნარების, რეალურ სასკოლო პრაქტიკაში გამოყენების გზები; „ვიზუალური შემოქმედებითობა სკოლაში“, რომლის მიზანიც იყო ხაზი გაესვა ვიზუალური სწავლების მნიშვნელობაზე და გაკვეთილზე ამ მეთოდის ეფექტიანად გამოყენებაზე; „ახალგაზრდა აღმომჩენთა კლუბები“; „თამაშები და სიმულაციები განათლებაში“ და „ინტერაქტიული სტილები და მათი პრაქტიკული გამოყენება ჯგუფური მუშაობის დროს “.

აღნიშნული პროექტი განხორციელდა ვიშეგრადის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით „პარტნიორები დემოკრატიული ცვლილებებისათვის“ ქსელის პოლონეთის, საქართველოს, უნგრეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის ორგანიზაციებისა და ინოვაციური განათლების ფონდის მიერ.

პროექტი „ინოვაციური განათლების ადგილობრივი ლიდერები” – 10 წარმატებული მინი პროექტი

2014-01-30

პროექტი , „ინოვაციური განათლების ადგილობრივი ლიდერები”, რომელიც ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის დაფინანსებით და არასამთავრობო ორგანიზაციების, „პარნტნიორები დემოკრატიული ცვლილებისათვის” ქსელის 5 ორგანიცაზის და „ინოვაციური განათლების ფონდის“ მხარდაჭერით განხორციელდა, დასასრულს მიუახლოვდა. 

ერთწლიანი პროექტის მიზანი (აპრილი 2013, მარტი 2014) იყო სწავლების მეთოდოლოგიისა და სიახლეების გადაცემა საქართველოში, რათა ადგილობრივ თემებსა და სკოლებში ინოვაციური საგანმანათლებლო ინიციატივები დანერგილიყო, რაც განათლების სფეროში მოღვაწე ლიდერებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერებისაკენ იყო მიმართული. 

პროექტის ფარგლებში შერჩეულმა მასწავლებლებმა, სწავლებაში თანამედროვე ინოვაციური მეთოდების გამოყენებაში, პოლონელი, სლოვაკი, უნგრელი და ჩეხი ექსპერტების მიერ მომზადებული 4 ეტაპიანი ტრენინგების სერია გაიარეს. 

ტრენინგების გავლის შემდეგ, მონაწილეებს საშუალება მიეცათ, შეძენილი ცოდნა და უნარები საკუთარ სკოლებში გამოეყენებინათ.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, პროექტის მონაწილე მასწავლებლების და მეცნიერების გუნდებმა 10 მინი პროექტი განახორციელა, რომლებიც მდგომარეობდა შემდეგში: 

1)პროექტი „მავნე ჩვევები ცხოვრების ჯანსაღი წესის წინააღმდეგ“, რომლის უმთავრეს მიზანსაც წარმოადგენდა ცხოვრების ჯანსაღი წესის მნიშვნელობის გაცნობიერება და პოპულარიზაცია. მიზნის მისაღწევად გამოყენებული იქნა სხვადასხვა მეთოდები, როგორებიცაა: ექსპერიმენტების ჩატარებასაკვებ პროდუქტებზე, სტატისტიკური კვლევები, საინფორმაციო ბუკლეტების გავრცელება, ა.შ. პროექტში ჩართულები იყვნენ ქ. თბილისის, საერო სკოლა „ბინულის“და ქ. რუსთავის სსიპ #7 სკოლის მე–9, მე–10, მე–11 კლასის მოსწავლეები. 

2)პროექტი „ჯანსაღი ცხოვრების წესი“, რომლის მიზანიც გახლდათ საჯარო სკოლაში ტრენინგების ჩატარება და მოსწავლეთათვის ალკოჰოლის, სიგარეტის, ნარკოტიკების და ზოგადად ჯანმრთელობისათვის მავნებელი ნივთიერებებისა თუ დანამატების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. პროექტში ჩართულები იყვნენ სსიპ ხაშურის მუნიციპაკიტეტის სოფელ ოსიაურის საჯარო სკოლის მე–9, მე–10, მე–11, მე–12 კლასის მოსწავლეები. 

3)პროექტი „სამეცნიერო -შემოქმედებითი კონფერენცია-კონკურსი „ჩვენ გვიყვარს მათემატიკა“, რომლის მიზანიც მდგომარეობდა შემდეგში: საუკეთესო შემოქმედებითი ნაშრომის მომზადება, საუკეთესო სახალისო გაკვეთილის ჩატარება მათემატიკაში, და მათემატიკა მხატვრობაში-გამოფენის მოწყობა. პროექტში ჩართულები იყვნენ ვაჟა-ფშაველას სახელობის ქ. თბილისის 87-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები.

4)პროექტი „გალვანოპლასტიკა“ (რომელიმე საგნის ფორმის ასახვისათვის მის ზედაპირზე ლითონის ელექტროლიტური დალექვა), რომელშიც ჩართულები იყვნენ აფხაზეთის #2  საჯარო სკოლის მე–11 კლასის მოსწავლეები. 

5)პროექტი „გონიერი ფერმერები ძლიერი სოფლისათვის”, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა შეისწავლეს მომგებიანი ბიზნესის წარმოება საკუთარი სოფლის ტრადიციული კულტურის მოყვანის მაგალითზე. პროექტში ჩართულები იყვნენ ტყემლანის საჯარო სკოლის მე–11, კლასის მოსწავლეები. 

6)პროექტი „ეკოლოგია და ჩვენ  -  „ტყე შეუნახე შვილებსა”, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა ეკოლოგიური პრობლემების შესახებ მოსწავლეთა ინფორმირება და მათივე ჩართულობით აღნიშნული პრობლემის მოგვარების გზების მოძიება. პროექტი მოიცავდა მოსწავლეების ჩართვას ტყის მასივების დასუფთავებაში, ექსკურსიებზე წაყვანას და ა.შ.პროექტში ჩართულები იყვნენ ბაქსვუდის საერთაშორისო  სკოლა-თბილისის I-IV, კლასის მოსწავლეები.

7)პროექტი „რა დანიშნულება აქვს ფერმენტებს კვების დროს“, მის მიზანი იყო „ინოვაციური განათლების ადგილობრივი ლიდერების“ ფარგლებში გავლილ ტრენინგთა აქტივობების წარმოჩენა. გამოყენებული იყო კოლბის მეთოდი და ასევე სხვადასხვა ტიპის აქტივობები, მათ შორის თომას-კილმენის კონფლიქტის ტიპების კითხვარი. პროექტში ჩართულები იყვნენ თბილისის მწვანე სკოლის მე–8, კლასის მოსწავლეები. 

8)პროექტი“CAMERA OBSCURA“ – „ინოვაციური განათლების ადგილობრივი ლიდერების“ ფარგლებში გავლილ ტრენინგზე მიღებული გამოცდილების მიხედვით დაიგეგმა და კოლბის მეთოდის გამოყენებით ჩატარდა ფიზიკის გაკვეთილი. გაკვეთილი იმდენად საინტერესო აღმოჩნდა მოსწავლეთათვის, რომ თუ განვლილ პერიოდში ისინი მოწყენილობისაგან იღლებოდნენ, ახლა მთლიანად იყვნენ პროცესში ჩართულნი, რაც გაკვეთილის მსვლელობისას გადაღებული ფოტო მასალიდანაც ნათლად ჩანს. პროექტში ჩართულები იყვნენ ქუთაისის # 17 საჯარო სკოლისა დაშპს კერძო სკოლა „ქართული სკოლის“ პადაგოგები.

9)პროექტი „იყავი ჭკვიანი, არ დაიწყო ... (მოწევა)“, რომლის მთავარი მიზანიც იყო თამბაქოს მავნე ზემოქმედების შესახებ ინფორმაციის მიწოდება მოზარდთათვის. პროექტში ჩართულები იყვნენ ხიდისთავის საჯარო სკოლის საბუნებისმეტყველო ,,ბიო“  კლუბის წევრები.

10)პროექტი „ჩვენ ვირჩევთ ცხოვრების ჯანსაღ წესს“, მისი უმთავრესი იდეა გახლდათ მოზარდებისათვის მიეწოდებინათ სტატისტიკური ინფორმაცია საქართველოსა და მთლიანად მსოფლიოში ალკოჰოლის, თამბაქოს და ჭარბი წონის მავნე შედეგების შესახებ. გარდა ამისა პროექტი მიზნად ისახავდა ბავშვებში ისეთი უნარ–ჩვევების გამომუშავებას, რაც მათ მომავალში დაეხმარებოდა ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვაში. პროექტში ჩართულები იყვნენ ბათუმის #1 საჯარო სკოლის მაღალი კლასის მოსწავლეები.   

საყურადღებოა, რომ ათივე პროექტი წარმატებული და რაც მთავარია, მოსწავლეთათვის საკმაოდ საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა. ასევე საგულისხმოა სხვადასხვა სკოლების აქტიური თანამშრომლობა, რასაც რამდენიმე პროექტში ჰქონდა ადგილი და მოზარდებისთვის საკუთარი თანატოლების უკეთ გაცნობის და საინტერესო გამოცდილების შეძენის საწინდარი გამოდგა.

„ინოვაციური განათლების ადგილობრივი ლიდერები“ – ტრენინგების მეოთხე ეტაპი

2013-10-04

2013 წლის 22–24 სექტემბერს, ქ. თბილისში, საერთაშორისო პროექტით - „ინოვაციური განათლების ადგილობრივი ლიდერები“ გათვალისწინებული ტრენინგების მეოთხე ეტაპი ჩატარდა. 

ტრენინგების მეოთხე ეტაპის თემატიკა იყო შემდეგი: დებატები და სხვა სათათბირო მოდელები კომპლექსური და წინააღმდეგობრივი საკითხების გადმოცემისას. 

ტრენინგებს უძღვებოდა პროექტის პარტნიორი ორგანიზაციის „პარტნიორები ჩეხეთის” წარმომადგენელი. 

სულ ტრენინგების 4–ეტაპი ჩატარდა. პირველი ეტაპი 24–26 აპრილს გაიმართა. ტრენინგების თემატიკა იყო: აქტიური სწავლება: მეთოდოლოგია, ეფექტიანობა, ზეგავლენა ღირებულებებზე, მოსწავლეთა ქცევა და დამოკიდებულება სწავლისადმი. მეორე ეტაპი 24–26 მაისს გაიმართა და ტრენინგების თემატიკა იყო: შემოქმედებითობა განათლებაში: მეთოდოლოგია და საშუალებები ყოველდღიურ სასკოლო პრაქტიკაში. მესამე ეტაპი 22–24 ივნისს გაიმართა, რომლის თემატიკაც იყო ინოვაციური განათლების საშუალებები: სიმულაციები, თამაშები, როლური თამაში სწავლებაში.

კურსი ღია კონკურსის საფუძველზე შერჩეულმა 18-მა მასწავლებელმა და მეცნიერმა გაიარა. 

თითოეული ტრენინგის შემდეგ მასწავლებლებმა დაიწყეს საკუთარ საგაკვეთილო პროცესში მიღებული ცოდნისა და უნარების გამოყენება. ხოლო ტრენინგების სერიის გავლის შემდეგ, მონაწილეებს მიეცემათ საშუალება საკუთარ სკოლებში ასევე განახორციელონ მცირე თანამშრომლობითი პროექტები. 

პროექტი, რომელიც ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მიერ არის დაფინანსებული, ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის - „პარტნიორები დემოკრატიული ცვლილებისათვის“ ხუთი ორგანიზაციისა და ინოვაციური განათლების ფონდის მიერ.   

„ინოვაციური განათლების ადგილობრივი ლიდერები” მედიაში

2013-06-27

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროექტის - „ინოვაციური განათლების ადგილობრივი ლიდერები”, ტრენინგების მესამე ეტაპის ჩატარების შესახებ ინფორმაცია გაზეთ „მესენჯერი“-ს 27 ივნისის ნომერში (#122) გამოქვეყნდა.

სტატია მოიცავს ინფორმაციას პროექტის ფარგლებში 2013 წლის 24-26 ივნისს ჩატარებული ტრენინგების სერიის შესახებ.

სრული ტექსტისათვის გადაგით ბმულზე. 

„ინოვაციური განათლების ადგილობრივი ლიდერები“ – ტრენინგების მესამე ეტაპი

2013-06-26

2013 წლის 24-26 ივნისს, ქ. თბილისში, საერთაშორისო პროექტით - „ინოვაციური განათლების ადგილობრივი ლიდერები“ გათვალისწინებული ტრენინგების მესამე ეტაპი ჩატარდა. 

ტრენინგების მესამე ეტაპის თემატიკა იყო შემდეგი:

ინოვაციური განათლების საშუალებები: 

ტრენინგებს უძღვებოდა პროექტის პარტნიორი ორგანიზაციის „პარტნიორები - უნგრეთი” წარმომადგენელი, იანოშ ვაგნერი. 

ტრენინგები 4–ეტაპიანია. პირველი ეტაპი 24–26 აპრილს გაიმართა და თემატიკა იყო: აქტიური სწავლება: მეთოდოლოგია, ეფექტიანობა, ზეგავლენა ღირებულებებზე, მოსწავლეთა ქცევა და დამოკიდებულება სწავლისადმი. მეორე ეტაპი 24–26 მაისს შედგა და თემატიკა გახლდათ შემდეგი: შემოქმედებითობა განათლებაში: მეთოდოლოგია და საშუალებები ყოველდღიურ სასკოლო პრაქტიკაში.

კურსი ღია კონკურსის საფუძველზე შერჩეულმა 18-მა მასწავლებელმა და მეცნიერმა გაიარა. 

თითოეული ტრენინგის შემდეგ, მასწავლებლები საკუთარ საგაკვეთილო პროცესში, მიღებული ცოდნისა და უნარების გამოყენებას იწყებენ, ხოლო ტრენინგების სერიის გავლის შემდეგ, მათ საშუალება მიეცემათ საკუთარ სკოლებში მცირე თანამშრომლობითი პროექტები განახორციელონ.  

პროექტი, რომელიც ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მიერ არის დაფინანსებული, ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის - „პარტნიორები დემოკრატიული ცვლილებისათვის“ ხუთი ორგანიზაციისა და ინოვაციური განათლების ფონდის მიერ.   

„ინოვაციური განათლების ადგილობრივი ლიდერები“ – ტრენინგების მეორე ეტაპი

2013-05-24

2013 წლის 22–24 მაისს, ქ. თბილისში, ჩატარდა საერთაშორისო პროექტით - „ინოვაციური განათლების ადგილობრივი ლიდერები“გათვალისწინებული ტრენინგების მეორე ეტაპი. 

ტრენინგების მეორე ეტაპის თემა იყო - შემოქმედებითობა განათლებაში: მეთოდოლოგია და საშუალებები ყოველდღიურ სასკოლო პრაქტიკაში. 

ტრენინგს უძღვებოდა პროექტის პარტნიორი ორგანიზაციის “პარტნიორობა დემოკრატიული ცვლილებისათვის- სლოვაკეთის” წარმომადგენელი, დუშან ონდრუშეკი.

ტრენინგები 4–ეტაპიანია. პირველი ეტაპი 24–26 აპრილს გაიმართა და თემატიკა იყო: აქტიური სწავლება: მეთოდოლოგია, ეფექტიანობა, ზეგავლენა ღირებულებებზე, მოსწავლეთა ქცევა და დამოკიდებულება სწავლისადმი. მასში მონაწილეობა 18-მა მასწავლებელმა და მეცნიერმა მიიღო. 

ზემოაღნიშნული კურსის სერიის გავლის შემდეგ, მონაწილეებს საშუალება მიეცემათ საკუთარ სკოლებში გამოიყენონ შეძენილი ცოდნა და უნარები, ასევე განახორციელონ მცირე თანამშრომლობითი პროექტები.  

პროექტი, რომელიც ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მიერ არის დაფინანსებული, ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის - „პარტნიორები დემოკრატიული ცვლილებისათვის“ ხუთი ორგანიზაციისა და ინოვაციური განათლების ფონდის მიერ.   

„ინოვაციური განათლების ადგილობრივი ლიდერები” მედიაში

2013-05-16

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროექტის - „ინოვაციური განათლების ადგილობრივი ლიდერები” დაწყების შესახებ ინფორმაცია გაზეთ „მესენჯერი“-ს 16 მაისის ნომერში (#92) გამოქვეყნდა. 

სტატია მოიცავს ინფორმაციას პროექტის და მის ფარგლებში განხორციელებული და გასახორციელებელი ღონისძიებების შესახებ. 

სრული ტექსტისათვის გადაგით ბმულზე. 

„ინოვაციური განათლების ადგილობრივი ლიდერები“ - ტრენინგების პირველი ეტაპი

2013-05-13

2013 წლის 24-26 აპრილს, თბილისში, საერთაშორისო პროექტის - „ინოვაციური განათლების ადგილობრივი ლიდერები“ ფარგლებში, პირველი ტრენინგები ჩატარდა. 

პირველი ეტაპის ტრენინგების თემატიკა იყო შემდეგი: 

აქტიური სწავლება

აღნიშნულ ტრენინგებს, რომელშიც  18-მა მასწავლებელმა და მეცნიერმა მიიღო მონაწილეობა, პროექტის წამყვანი ორგანიზაციის - „პარტნიორობა პოლონეთი“ წარმომადგენელი უძღვებოდა.

პროექტის ფარგლებში ტრენინგების სულ 4 ეტაპი ჩატარდება.   

პროექტი, რომელიც ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მიერ არის დაფინანსებული, ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის - „პარტნიორები დემოკრატიული ცვლილებისათვის“ ხუთი ორგანიზაციისა და ინოვაციური განათლების ფონდის მიერ.   

პროექტი ”ინოვაციური განათლების ადგილობრივი ლიდერები” დაიწყო

2013-05-11

2013 წლის აპრილში, ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით,  პროექტის - ”ინოვაციური განათლების ადგილობრივი ლიდერები” განხორციელება დაიწყო.

პროექტის მიზანია, სწავლების მეთოდოლოგიისა და სიახლეების გადაცემა საქართველოში, რათა ადგილობრივ თემებსა და სკოლებში ინოვაციური საგანმანათლებლო ინიციატივები წარმოიშვას, რაც განათლების სფეროში მოღვაწე ლიდერებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობებს გააძლიერებს.

პროექტის ფარგლებში შერჩეული მასწავლებლები, სწავლებაში თანამედროვე ინოვაციური მეთოდების გამოყენებაში, პოლონელი, სლოვაკი, უნგრელი და ჩეხი ექსპერტების მიერ მომზადებულ 4 ეტაპიან ტრენინგების სერიას  გაივლიან კერძოდ: 

  1. აქტიური სწავლება: მეთოდოლოგია, ეფექტიანობა, ზეგავლენა ღირებულებებზე, მოსწავლეთა ქცევა და დამოკიდებულები სწავლებისადმი [2013 წლის აპრილი]
  2. შემოქმედებითობა განათლებაში: მეთოდოლოგია და საშუალებები ყოველდღიურ სასკოლო პრაქტიკაში [2013 წლის მაისი]
  3. ინოვაციური განათლების საშუალებები: სიმულაციები, თამაშები, როლური თამაში სწავლებაში  [2013 წლის ივნისი]
  4. დებატები და სხვა სათათბირო მოდელები კომპლექსური და წინააღმდეგობრივი საკითხების გადმოცემისას [2013 წლის სექტემბერი].

ტრენინგების გავლის შემდეგ, მონაწილეებს საშუალება მიეცემათ, შეძენილი ცოდნა და უნარები საკუთარ სკოლებში გამოიყენონ. 

ასევე, პროექტში მონაწილე მასწავლებლები მეწყვილე მეცნიერებთან ერთად შეძლებენ, ინოვაციური მეთოდების გამოყენებით, დაგეგმონ და განახორციელონ მცირე სასკოლო პროექტი ან ღონისძიებები. 

სასკოლო პროექტებში, ღონისძიებებში ან ინოვაციურ გაკვეთილებში ჩართული მოსწავლეები, პროექტისათვის შერჩეული მასწავლებლის კოორდინაციით, მონაწილეობას მიიღებენ მოსწავლეთა ვირტუალურ კონფერენციაში. 

2014 წლის დასაწყისში, პროექტის დასკვნით ეტაპზე,  შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართება.

პროექტი ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაციების, ”პარნტნიორები დემოკრატიული ცვლილებისათვის” ქსელის 5 ორგანიცაზიის და ინოვაციური განათლების ფონდის მიერ.

პროექტის შემაჯამებელი კონფერენცია - გიწვევთ!

2011-12-08

15 დეკემბერს თბილისში, მასწავლებელთა სახლში გაიმართება ჩვენი მიმდინარე პროექტის „ბუნებრივად თანაბარი შანსები“ შემაჯამებელი კონფერენცია. კონფერენციაზე ერთმანეთს შეხვდებიან საგანმანათლებლო სფეროს ქართველი და პოლონელი ექსპერტები, განათლების სამინისტროს წარმომადგენლები და ქართველი მასწავლებლები. მოხდება   პროექტის რეალიზაციის შთაბეჭდილებების გაზიარება და საქართველოში საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების ხარისხის ამაღლების მიზნით თანამშრომლობის გაგრძელებისა და გაფართოების შესაძლებლობების განხილვა. კონფერენციაზე ასევე წარმოდგენილი იქნება  პროექტის ფარგლებში ჩატარებული საქართველოში სოფლის სკოლების  მასწავლებელთა  საჭიროებების კვლევის შედეგების პრეზენტაცია.
დაწვრილებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ მეგი ბიბილურს:  megipoland@gmail.com, ტელ: (+995) 599757674

ტრენინგები მასწავლებელთათვის ანუ 30 x 15 = 450

2011-11-10

მთელი ოქტომბრისა და ნოემბრის პირველი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა ტრენინგები ქიმიის, ფიზიკის და ბიოლოგიის სწავლების ექსპერიმენტულ მეთოდებში . 30 ტრენინგიდან თითოეულზე საშუალოდ 15 მასწავლებელი ესწრებოდა, საერთო ჯამში  პროექტის ტრენერებმა 455 მასწავლებელი გადაამზადეს, რომლებსაც ახალი ცოდნისა და უნარების გარდა გადაეცათ ექსპერიმენტული გაკვეთილების ჩატარების მეთოდური პუბლიკაცია „ბუნებრივად საინტერესო გაკვეთილი“ თანდართულ ვიდეო მასალასთან ერთად, შედეგად, ისინი მომავალში შეძლებენ საკუთარი კვალიფიკაციის კიდევ უფრო მეტად ამაღლებას  და  მოსწავლეებთან ერთად ექსპერიმენტების ჩატარების პროცესისგან  უფრო მეტი სიამოვნების მიღებას.

ჩვენ ვქმნით ტრენერების გუნდს

2011-09-15

3-6 და 12-14 სექტემბერს გორის „განათლების განვითარების ცენტრში“ ჩატარდა ტრენინგები პროექტის „ბუნებრივად თანაბარი შანსები“ მასწავლებელ-ტრენერთათვის. ვორკშოპების დროს მონაწილეები იმაღლებდნენ ტრენერულ კვალიფიკაციას და ხვეწდნენ სამეცნიერო ექსპერიმენტების  ჩატარების უნარებს. აქტიური მუშაობის შედეგად შეიქმნა 16 ტრენერისგან შემდგარი ჯგუფი, რომელიც მზადაა შიდა ქართლის, ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის მასწავლებელთათვის საკუთარი გამოცდილების გასაზიარებლად და ტრენინგების ჩასატარებლად.

„ბუნებრივად თანაბარი შანსები“ - საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი პროექტი

2011-03-16

მოხარულები ვართ გაცნობოთ რომ, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, საერთაშორისო დახმარების 2011 წლის პროგრამის ფარგლებში, მხარი დაუჭირა შიდა ქართლის, ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონების სოფლის ტიპის დასახლებებში განათლების განვითარების პროექტს. ჩვენი მიზნებია - სოფელში მცხოვრები ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის განათლების შანსის ამაღლება, პატარა ქალაქებისა და სოფლების მასწავლებელთა თანამედროვე მეთოდოლოგიური ინსტრუმენტებით წვდომის უზრუნველყოფა. პროექტის რეალიზაციით დაინტერესებულებს ვიწვევთ თანამშრომლობისთვის.

ბუნებრივად საინტერესო გაკვეთილი. ვექტორი - აზერბაიჯანი

2011-03-16

„დემოკრატიული განვითარების პლატფორმასთან“ (ქ. ბაქო) თანამშრომლობით, ჩვენ ვიწყებთ პროექტს, რომლის მიზანია საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების ინტერაქტიული მეთოდების აზერბაიჯანში გადაცემა. ჩვენ ერთად შევიტანეთ პროექტის განაცხადი RITA -ს პროგრამა გარდაქმნები რეგიონში “განათლება დემოკრატიისათვის“ ფონდში. დაგეგმილი გვაქვს აზერბაიჯანულ ენაზე მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოს გამოცემა, რომელიც ამ ქვეყნის მასწავლებლებს თანამედროვე ექსპერიმენტალური გაკვეთილების სცენარებს გააცნობს . ჩვენ ასევე გვინდა მულტიპლიკატორ - მასწავლებელთა ჯგუფის მომზადება და მათი გამოცდილების გადაცემა რესპუბლიკის მასწავლებელთა ფართო წრეებისათვის.

»» მოვლენები