სამკითხველო - ფიზიკა

ფაილების რაოდენობა: 20

ამომგდები ძალა

ჩამოტვირთვა:
lessons/ge/phys/05_amomgdebi_zala.pdf - 34 KBPDF

ექსპერიმენტის არსი:
ექსპერიმენტი ასახავს ამომგდები ძალის მოქმედებას. იგი ამომგდებ ძალასა და სითხის სიმკვრივეს შორის ურთიერთკავშირის დავაკვირვების საშუალებას გვაძლევს.

გამოყენების სფერო/საკვანძო სიტყვები:
ამომგდები ძალა

ამომგდები ძალა – მოცულობა

ჩამოტვირთვა:
lessons/ge/phys/04_amomgdebi_zala_moculoba.pdf - 33 KBPDF

ექსპერიმენტის არსი:
ექსპერიმენტი ეხება ამომგდებ ძალას. იგი ამომგდებ ძალასა და მოცულობას შორის დამოკიდებულების შესწავლის საშუალებას გვაძლევს.

გამოყენების სფერო/საკვანძო სიტყვები:
ამომგდები ძალა

გაჭყლეტილი ქილა

ჩამოტვირთვა:
lessons/ge/phys/14_gawyletili_qila.pdf - 42 KBPDF

ექსპერიმენტის არსი:
ატმოსფერული წნევის ზემოქმედებით გამაგრილებელი სასმელის ალუმინის ცარიელი ქილა ხმაურით გაიჭყლიტება. ცდა შთამბეჭდავია.

გამოყენების სფერო/საკვანძო სიტყვები:
ფიზიკა, თერმოდინამიკა, აირის გარდაქმნა, კლაპეირონის განტოლება

დეკარტეს მყვინთავი

ჩამოტვირთვა:
lessons/ge/phys/10_dekartes_myvintavi.pdf - 29 KBPDF

ექსპერიმენტის არსი:
ექსპერიმენტი მნახველზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. მისი ჩატარება შესაძლბელია სახლის პირობებშიც, თუმცა გარკვეულ მომზადებას მოითხოვს. ამ ცდით შესაძლებელი გახდება შევამოწმოთ, თუ როგორ მოქმედებს ამომგდები ძალა მოცურავე „მყვინთავზე“.

გამოყენების სფერო/საკვანძო სიტყვები:
ფიზიკა, წნევა, წყალი, წყალტევადობა, პასკალის კანონი, არქიმედეს კანონი, ჰიდროდინამიკა

ინერციის მომენტი

ჩამოტვირთვა:
lessons/ge/phys/11_inerciis_momenti.pdf - 36 KBPDF

ექსპერიმენტის არსი:
ექსპერიმენტი საშუალებას გვაძლევს, ბრუნვითი მოძრაობის დროს თვალსაჩინო გავხადოთ ინერციის მომენტი და იმპულსის მუდმივობის კანონი.

გამოყენების სფერო/საკვანძო სიტყვები:
ინერციის მომენტი, იმპულსის მუდმივობის კანონი.

ინერციის მომენტი 2

ჩამოტვირთვა:
lessons/ge/phys/12_inerciis_momenti2.pdf - 40 KBPDF

ექსპერიმენტის არსი:
ექსპერიმენტი საშუალებას გვაძლევს, თვალი ვადევნოთ იმპულსის მუდმივობის კანონს ბრუნვითი მოძრაობის დროს.

გამოყენების სფერო/საკვანძო სიტყვები:
ბრუნვითი მოძრაობა, იმპულსი, იმპულსის მომენტი

კვერცხი ბოთლში

ჩამოტვირთვა:
lessons/ge/phys/jajko_v_butelce_18.pdf - 221 KBPDF

ექსპერიმენტის არსი:
თუ შევეცდებით მაგრად მოხარშული კვერცხის, სპეციალურად შერჩეულ განიერყელიან და გარკვეული მოცულობის მქონე ბოთლში მოთავსებას - ასეთი ფოკუსი არ გამოგვივა, რადგან კვერცხი ჰერმეტულად დაფარავს ბოთლის ყელს და ყველა ჩვენი მცდელობა და კვერცხზე დაწოლა დამთავრდება იმით, რომ ბოთლის შიგნით წნევა აიწევს, რაც კვერცხს ზევით აგდებს. რა გავაკეთოთ იმისათვის, რომ კვერცხი შიგნით მოხვდეს?

გამოყენების სფერო/საკვანძო სიტყვები:
ფიზიკა, წნევა, ატმოსფერულზე დაბალი წნევა, შეწოვა, ზემაღალი წნევა, გაიშვიათება.

ლინზა

ჩამოტვირთვა:
lessons/ge/phys/03_linza.pdf - 27 KBPDF

ექსპერიმენტის არსი:
ექსპერიმენტის საშუალებით ფოტოაპარატში გამოსახულების შექმნის პრინციპის გაგება შეგვიძლია.

გამოყენების სფერო/საკვანძო სიტყვები:
შემკრები ლინზა,ფოტოაპარატი

მავთული და ბატარეა

ჩამოტვირთვა:
lessons/ge/phys/Drucik_I_bateria_16.pdf - 214 KBPDF

ექსპერიმენტის არსი:
ექსპერიმენტი აჩვენებს, რატომ ანათებს ნათურა

გამოყენების სფერო/საკვანძო სიტყვები:
ელექტრული დენი, ელექტრული წინაღობა

ობსკურის კამერა

ჩამოტვირთვა:
lessons/ge/phys/13_obskuris_kamera.pdf - 37 KBPDF

ექსპერიმენტის არსი:
ამ ექსპერიმენტში ჩვენ ფოტოკამერას ვქმნით ისეთივე პრინციპით, როგორითაც ის თავდაპირველად შეიქმნა.

გამოყენების სფერო/საკვანძო სიტყვები:
ობსკურის კამერა, გამოსახულების წარმოქმნა

ფოკუსი საჰაერო ბუშტით“

ჩამოტვირთვა:
lessons/ge/phys/Ostrosci_z_balonu_19.pdf - 233 KBPDF

ექსპერიმენტის არსი:
ექსპერიმენტი აჩვენებს თუ რა არის წნევა და პასუხობს კითხვაზე, გვაძლევს თუ არა ერთი და იგივე წნევა (ზედაპირის ფართის მიუხედავად) ერთი და იგივე შედეგს.

გამოყენების სფერო/საკვანძო სიტყვები:
წნევა

წონასწორობა

ჩამოტვირთვა:
lessons/ge/phys/06_wonasworoba.pdf - 26 KBPDF

ექსპერიმენტის არსი:
ამ ცდის დროს ჩვენ ორ ჩანგალს კბილის ერთ საწმენდ ჩხირზე ვკიდებთ.

გამოყენების სფერო/საკვანძო სიტყვები:
ფიზიკა, სიმძიმის ცენტრი

წყალი პირუკუ

ჩამოტვირთვა:
lessons/ge/phys/09_wyali_piruku.pdf - 86 KBPDF

ექსპერიმენტის არსი:
მარტივი ცდა, რომლის დროს ამოყირავებულ ჭიქიდან წყალი არ იღვრება.

გამოყენების სფერო/საკვანძო სიტყვები:
წნევა, წყალი, ატმოსფერული წნევა, ჰიდროსტატიკური წნევა

წყლის რაკეტა

ჩამოტვირთვა:
lessons/ge/phys/07_wylis_raketa.pdf - 46 KBPDF

ექსპერიმენტის არსი:
ექსპერიმენტის არსია წყლით სავსე ბოთლის – “რაკეტის” გასროლა მასში ჰაერის ჩატუმბვის გზით. გასროლა ხორციელდება წნევის მომატებისას ბოთლზე დამაგრებული საცობის და მასში არსებული წყლის უკუგდების ხარჯზე.

გამოყენების სფერო/საკვანძო სიტყვები:
წნევა, რაკეტა, წყალი.

წყლის შეწოვა

ჩამოტვირთვა:
lessons/ge/phys/01_wylis_sewova.pdf - 43 KBPDF

ექსპერიმენტის არსი:
ბოთლი, მასში მოთავსებული სანთელით, წყალს შეიწოვს

გამოყენების სფერო/საკვანძო სიტყვები:
თერმოდინამიკა, ჰიდროსტატიკური წნევა

ჭიქა თოკზე

ჩამოტვირთვა:
lessons/ge/phys/Kieliszek_na_sznurku_17.pdf - 239 KBPDF

ექსპერიმენტის არსი:
ექსპერიმენტი აჩვენებს ბრუნვითი მოძრაობის სიჩქარის დამოკიდებულებას სხეულის ინერციის მომენტზე

გამოყენების სფერო/საკვანძო სიტყვები:
ბრუნვითი მოძრაობა, სხეულის ინერციის მომენტი, ქანქარა

ხილის ბატარეა

ჩამოტვირთვა:
lessons/ge/phys/08_xilis_batarea.pdf - 48 KBPDF

ექსპერიმენტის არსი:
როგორ „გამოვადინოთ“ ელექტრული დენი ლიმონს? როგორ შევქმნათ ბატარეა კარტოფილისგან? შეიძლება თუ არა დამჟავებულმა კიტრმა კვებოს დიოდი? ყველა ამ შეკითხვაზე პასუხს იპოვით ამ ცდაში.

გამოყენების სფერო/საკვანძო სიტყვები:
ელექტრული დენი, დენის წყარო

ხსნადი ჭიქები

ჩამოტვირთვა:
lessons/ge/phys/Rozpuszczalne_szklanki_20.pdf - 190 KBPDF

ექსპერიმენტის არსი:
ექსპერიმენტი აჩვენებს, თუ რატომ ვხედავთ ჩვენ მინას.

გამოყენების სფერო/საკვანძო სიტყვები:
ოპტიკა, გარდატეხის მაჩვენებელი

ჯიუტი ბურთულა

ჩამოტვირთვა:
lessons/ge/phys/02_jiuti_burtula.pdf - 27 KBPDF

ექსპერიმენტის არსი:
ამ ცდის შედეგად ვლინდება აეროდინამიკური პარადოქსი, რომლის არსი მდგომარეობს შემდეგში: ბოთლში ჩაბერვისას ქაღალდის ბურთულა ბოთლიდან გარეთ გამოფრინდება

გამოყენების სფერო/საკვანძო სიტყვები:
ფიზიკა, აეროდინამიკა, წნევა, ატმოსფერული წნევა, ჰაერი

ჰაერში ლივლივი

ჩამოტვირთვა:
lessons/ge/phys/15_haersi_livlivi.pdf - 32 KBPDF

ექსპერიმენტის არსი:
ბურთულას ჰაერის ნაკადით ვალივლივებთ

გამოყენების სფერო/საკვანძო სიტყვები:
აერიდინამიკა

მოვლენები

პროექტის დასკვნითი კონფერენცია გაიმართა

10 თებერვალს, მასწავლებლის სახლში, გაიმართა პროექტის „ინოვაციური განათლების ადგილობრივი ლიდერების“ დასკვნითი კონფერენცია.

პრიექტი 2013 წლის აპრილში დაიწყო და მის უმთავრეს მიზანს წარმოადგენდა სწავლების მეთოდოლოგიისა და სიახლეების გადაცემა საქართველოში, რათა ადგილობრივ თემებსა და სკოლებში ინოვაციური საგანმანათლებლო ინიციატივები წარმოიშვას, რაც განათლების სფეროში მოღვაწე ლიდერებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობებს გააძლიერებს.

პროექტის ფარგლებში შერჩეულ იქნა მასწავლებლები, რომელთაც სწავლებაში თანამედროვე ინოვაციური მეთოდების გამოყენებაში, პოლონელი, სლოვაკი, უნგრელი და ჩეხი ექსპერტების მიერ მომზადებული 4 ეტაპიანი ტრენინგების სერია გაიარეს. ტრენინგები მოიცავდა შემდეგ თემებს: „აქტიური სწავლება“; „შემოწმედებითობა განათლებაში“; „ინოვაციური განათლების საშუალებები“ და „დებატები და სხვა სათათბირო მოდელები კომპლექსური და წინააღმდეგობრივი საკითხების გადმოცემისას“.

შემაჯამებელ კონფერენციაზე განხილული იყო პროექტის მიმდინარეობა, განხორციელებული აქტივობები, ინოვაციური განათლების მეთოდების პრაქტიკაში დანერგვა, ასევე ჩატარდა 6 ვორკშოპი, რომელთაც ქართველი, პოლონელი, ჩეხი, სლოვაკი და უნგრელი ექსპერტები უძღვებოდნენ.

მონაწილეებს კონფერენციის ძირითადი ნაწილის გარდა, საშუალება ჰქონდათ, რომ თითოეული სესიიდან აერჩიათ და დასწრებოდნენ თითო ვორკშოპს.

ვორქშოპების თემები გახდლათ შემდეგი: „კინოხელოვნება განათლებაში“, რაც გულისხმობს, როგორ გამოვიყენოთ მხატვრული, დოკუმენტური ან ანიმაციური ფილმი ბავშვებთან და ახალგაზრდობასთან მუშაობისას ენისა და ლიტერატურის, მუსიკის, ისტორიისა და ხელოვნების გაკვეთილებზე; „ვოქრშოპი ქართული გამოცდილების შესახებ“, სადაც განხილული იყო პროექტის მიმდინარეობისას შეძენილი ცოდნისა და უნარების, რეალურ სასკოლო პრაქტიკაში გამოყენების გზები; „ვიზუალური შემოქმედებითობა სკოლაში“, რომლის მიზანიც იყო ხაზი გაესვა ვიზუალური სწავლების მნიშვნელობაზე და გაკვეთილზე ამ მეთოდის ეფექტიანად გამოყენებაზე; „ახალგაზრდა აღმომჩენთა კლუბები“; „თამაშები და სიმულაციები განათლებაში“ და „ინტერაქტიული სტილები და მათი პრაქტიკული გამოყენება ჯგუფური მუშაობის დროს “.

აღნიშნული პროექტი განხორციელდა ვიშეგრადის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით „პარტნიორები დემოკრატიული ცვლილებებისათვის“ ქსელის პოლონეთის, საქართველოს, უნგრეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის ორგანიზაციებისა და ინოვაციური განათლების ფონდის მიერ.

 

პროექტი „ინოვაციური განათლების ადგილობრივი ლიდერები” – 10 წარმატებული მინი პროექტი

პროექტი , „ინოვაციური განათლების ადგილობრივი ლიდერები”, რომელიც ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის დაფინანსებით და არასამთავრობო ორგანიზაციების, „პარნტნიორები დემოკრატიული ცვლილებისათვის” ქსელის 5 ორგანიცაზის და „ინოვაციური განათლების ფონდის“ მხარდაჭერით განხორციელდა, დასასრულს მიუახლოვდა. 

ერთწლიანი პროექტის მიზანი (აპრილი 2013, მარტი 2014) იყო სწავლების მეთოდოლოგიისა და სიახლეების გადაცემა საქართველოში, რათა ადგილობრივ თემებსა და სკოლებში ინოვაციური საგანმანათლებლო ინიციატივები დანერგილიყო, რაც განათლების სფეროში მოღვაწე ლიდერებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერებისაკენ იყო მიმართული. 

პროექტის ფარგლებში შერჩეულმა მასწავლებლებმა, სწავლებაში თანამედროვე ინოვაციური მეთოდების გამოყენებაში, პოლონელი, სლოვაკი, უნგრელი და ჩეხი ექსპერტების მიერ მომზადებული 4 ეტაპიანი ტრენინგების სერია გაიარეს. 

ტრენინგების გავლის შემდეგ, მონაწილეებს საშუალება მიეცათ, შეძენილი ცოდნა და უნარები საკუთარ სკოლებში გამოეყენებინათ.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, პროექტის მონაწილე მასწავლებლების და მეცნიერების გუნდებმა 10 მინი პროექტი განახორციელა, რომლებიც მდგომარეობდა შემდეგში: 

1)პროექტი „მავნე ჩვევები ცხოვრების ჯანსაღი წესის წინააღმდეგ“, რომლის უმთავრეს მიზანსაც წარმოადგენდა ცხოვრების ჯანსაღი წესის მნიშვნელობის გაცნობიერება და პოპულარიზაცია. მიზნის მისაღწევად გამოყენებული იქნა სხვადასხვა მეთოდები, როგორებიცაა: ექსპერიმენტების ჩატარებასაკვებ პროდუქტებზე, სტატისტიკური კვლევები, საინფორმაციო ბუკლეტების გავრცელება, ა.შ. პროექტში ჩართულები იყვნენ ქ. თბილისის, საერო სკოლა „ბინულის“და ქ. რუსთავის სსიპ #7 სკოლის მე–9, მე–10, მე–11 კლასის მოსწავლეები. 

2)პროექტი „ჯანსაღი ცხოვრების წესი“, რომლის მიზანიც გახლდათ საჯარო სკოლაში ტრენინგების ჩატარება და მოსწავლეთათვის ალკოჰოლის, სიგარეტის, ნარკოტიკების და ზოგადად ჯანმრთელობისათვის მავნებელი ნივთიერებებისა თუ დანამატების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. პროექტში ჩართულები იყვნენ სსიპ ხაშურის მუნიციპაკიტეტის სოფელ ოსიაურის საჯარო სკოლის მე–9, მე–10, მე–11, მე–12 კლასის მოსწავლეები. 

3)პროექტი „სამეცნიერო -შემოქმედებითი კონფერენცია-კონკურსი „ჩვენ გვიყვარს მათემატიკა“, რომლის მიზანიც მდგომარეობდა შემდეგში: საუკეთესო შემოქმედებითი ნაშრომის მომზადება, საუკეთესო სახალისო გაკვეთილის ჩატარება მათემატიკაში, და მათემატიკა მხატვრობაში-გამოფენის მოწყობა. პროექტში ჩართულები იყვნენ ვაჟა-ფშაველას სახელობის ქ. თბილისის 87-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები.

4)პროექტი „გალვანოპლასტიკა“ (რომელიმე საგნის ფორმის ასახვისათვის მის ზედაპირზე ლითონის ელექტროლიტური დალექვა), რომელშიც ჩართულები იყვნენ აფხაზეთის #2  საჯარო სკოლის მე–11 კლასის მოსწავლეები. 

5)პროექტი „გონიერი ფერმერები ძლიერი სოფლისათვის”, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა შეისწავლეს მომგებიანი ბიზნესის წარმოება საკუთარი სოფლის ტრადიციული კულტურის მოყვანის მაგალითზე. პროექტში ჩართულები იყვნენ ტყემლანის საჯარო სკოლის მე–11, კლასის მოსწავლეები. 

6)პროექტი „ეკოლოგია და ჩვენ  -  „ტყე შეუნახე შვილებსა”, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა ეკოლოგიური პრობლემების შესახებ მოსწავლეთა ინფორმირება და მათივე ჩართულობით აღნიშნული პრობლემის მოგვარების გზების მოძიება. პროექტი მოიცავდა მოსწავლეების ჩართვას ტყის მასივების დასუფთავებაში, ექსკურსიებზე წაყვანას და ა.შ.პროექტში ჩართულები იყვნენ ბაქსვუდის საერთაშორისო  სკოლა-თბილისის I-IV, კლასის მოსწავლეები.

7)პროექტი „რა დანიშნულება აქვს ფერმენტებს კვების დროს“, მის მიზანი იყო „ინოვაციური განათლების ადგილობრივი ლიდერების“ ფარგლებში გავლილ ტრენინგთა აქტივობების წარმოჩენა. გამოყენებული იყო კოლბის მეთოდი და ასევე სხვადასხვა ტიპის აქტივობები, მათ შორის თომას-კილმენის კონფლიქტის ტიპების კითხვარი. პროექტში ჩართულები იყვნენ თბილისის მწვანე სკოლის მე–8, კლასის მოსწავლეები. 

8)პროექტი“CAMERA OBSCURA“ – „ინოვაციური განათლების ადგილობრივი ლიდერების“ ფარგლებში გავლილ ტრენინგზე მიღებული გამოცდილების მიხედვით დაიგეგმა და კოლბის მეთოდის გამოყენებით ჩატარდა ფიზიკის გაკვეთილი. გაკვეთილი იმდენად საინტერესო აღმოჩნდა მოსწავლეთათვის, რომ თუ განვლილ პერიოდში ისინი მოწყენილობისაგან იღლებოდნენ, ახლა მთლიანად იყვნენ პროცესში ჩართულნი, რაც გაკვეთილის მსვლელობისას გადაღებული ფოტო მასალიდანაც ნათლად ჩანს. პროექტში ჩართულები იყვნენ ქუთაისის # 17 საჯარო სკოლისა დაშპს კერძო სკოლა „ქართული სკოლის“ პადაგოგები.

9)პროექტი „იყავი ჭკვიანი, არ დაიწყო ... (მოწევა)“, რომლის მთავარი მიზანიც იყო თამბაქოს მავნე ზემოქმედების შესახებ ინფორმაციის მიწოდება მოზარდთათვის. პროექტში ჩართულები იყვნენ ხიდისთავის საჯარო სკოლის საბუნებისმეტყველო ,,ბიო“  კლუბის წევრები.

10)პროექტი „ჩვენ ვირჩევთ ცხოვრების ჯანსაღ წესს“, მისი უმთავრესი იდეა გახლდათ მოზარდებისათვის მიეწოდებინათ სტატისტიკური ინფორმაცია საქართველოსა და მთლიანად მსოფლიოში ალკოჰოლის, თამბაქოს და ჭარბი წონის მავნე შედეგების შესახებ. გარდა ამისა პროექტი მიზნად ისახავდა ბავშვებში ისეთი უნარ–ჩვევების გამომუშავებას, რაც მათ მომავალში დაეხმარებოდა ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვაში. პროექტში ჩართულები იყვნენ ბათუმის #1 საჯარო სკოლის მაღალი კლასის მოსწავლეები.   

საყურადღებოა, რომ ათივე პროექტი წარმატებული და რაც მთავარია, მოსწავლეთათვის საკმაოდ საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა. ასევე საგულისხმოა სხვადასხვა სკოლების აქტიური თანამშრომლობა, რასაც რამდენიმე პროექტში ჰქონდა ადგილი და მოზარდებისთვის საკუთარი თანატოლების უკეთ გაცნობის და საინტერესო გამოცდილების შეძენის საწინდარი გამოდგა.

 

 

„ინოვაციური განათლების ადგილობრივი ლიდერები“ – ტრენინგების მეოთხე ეტაპი

2013 წლის 22–24 სექტემბერს, ქ. თბილისში, საერთაშორისო პროექტით - „ინოვაციური განათლების ადგილობრივი ლიდერები“ გათვალისწინებული ტრენინგების მეოთხე ეტაპი ჩატარდა. 

ტრენინგების მეოთხე ეტაპის თემატიკა იყო შემდეგი: დებატები და სხვა სათათბირო მოდელები კომპლექსური და წინააღმდეგობრივი საკითხების გადმოცემისას. 

ტრენინგებს უძღვებოდა პროექტის პარტნიორი ორგანიზაციის „პარტნიორები ჩეხეთის” წარმომადგენელი. 

სულ ტრენინგების 4–ეტაპი ჩატარდა. პირველი ეტაპი 24–26 აპრილს გაიმართა. ტრენინგების თემატიკა იყო: აქტიური სწავლება: მეთოდოლოგია, ეფექტიანობა, ზეგავლენა ღირებულებებზე, მოსწავლეთა ქცევა და დამოკიდებულება სწავლისადმი. მეორე ეტაპი 24–26 მაისს გაიმართა და ტრენინგების თემატიკა იყო: შემოქმედებითობა განათლებაში: მეთოდოლოგია და საშუალებები ყოველდღიურ სასკოლო პრაქტიკაში. მესამე ეტაპი 22–24 ივნისს გაიმართა, რომლის თემატიკაც იყო ინოვაციური განათლების საშუალებები: სიმულაციები, თამაშები, როლური თამაში სწავლებაში.

კურსი ღია კონკურსის საფუძველზე შერჩეულმა 18-მა მასწავლებელმა და მეცნიერმა გაიარა. 

თითოეული ტრენინგის შემდეგ მასწავლებლებმა დაიწყეს საკუთარ საგაკვეთილო პროცესში მიღებული ცოდნისა და უნარების გამოყენება. ხოლო ტრენინგების სერიის გავლის შემდეგ, მონაწილეებს მიეცემათ საშუალება საკუთარ სკოლებში ასევე განახორციელონ მცირე თანამშრომლობითი პროექტები. 

პროექტი, რომელიც ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მიერ არის დაფინანსებული, ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის - „პარტნიორები დემოკრატიული ცვლილებისათვის“ ხუთი ორგანიზაციისა და ინოვაციური განათლების ფონდის მიერ.   

 

»» მოვლენები