სამკითხველო - ბიოლოგია

ფაილების რაოდენობა: 19

ბოჭკოები ჭინჭრიდან

ჩამოტვირთვა:
lessons/ge/biol/bowhkoebi_whinwhridan_19.pdf - 211 KBPDF

ექსპერიმენტის არსი:
ჭინჭრის ყლორტებისგან ბოჭკოების მოპოვება და მათი გამძლეობის გაზომვა.

გამოყენების სფერო/საკვანძო სიტყვები:
ბოჭკოები, დრეკადობა, ჭინჭარი, ყლორტები

გაღივებული მარცვლების გეოტროპიზმი

ჩამოტვირთვა:
lessons/ge/biol/gagvivebuli_marcvlebis_geotropizmi_3.pdf - 270 KBPDF

ექსპერიმენტის არსი:
ექსპრიმენტი აჩვენებს, რომ მარცვლიდან ამოხეთქილი ღივის ზრდის მიმართულება ემთხვევა გრავიტაციის ძალას (ე.წ. დადებითი გეოტროპიზმი)

გამოყენების სფერო/საკვანძო სიტყვები:
ბოტანიკა, ზრდა, გეოტროპიზმი. ტროპიზმი, მცენარეთა მოძრაობა, მარცვალი

გვალვა მორწყვისგან

ჩამოტვირთვა:
lessons/ge/biol/Susza_do_podlewania_16.pdf - 480 KBPDF

ექსპერიმენტის არსი:
მცენარეები, რომლებსაც მარილიანი წყლით რწყავენ, ყვითლდებიან და ჭკნებიან

გამოყენების სფერო/საკვანძო სიტყვები:
ოსმოსი,წყლის ტრანსპორტი, ფიზიოლოგიური გვალვა

თვალის ბროლი, როგორც ლუპა

ჩამოტვირთვა:
lessons/ge/biol/Soczewka_oka_jako_lupa__9.pdf - 240 KBPDF

ექსპერიმენტის არსი:
თვალის მოქმედების პრინციპების პრეზენტაცია ლუპის მეშვეობით. თვალი, როგორც ოპტიკური სისტემა.

გამოყენების სფერო/საკვანძო სიტყვები:
ადამიანის ფიზიოლოგია, ბროლი, თვალი, გამოსახულება, ბადურა

თვალის გუგის რეაქცია სინათლეზე

ჩამოტვირთვა:
lessons/ge/biol/Reakcja_źrenicy_10.pdf - 150 KBPDF

ექსპერიმენტის არსი:
დაკვირვება თვალის გუგის რეაქციაზე სინათლის ინტენსივობის ცვლილებისას

გამოყენების სფერო/საკვანძო სიტყვები:
ადამიანის ფიზიოლოგია, თვალი, გუგა, მხედველობა, სინათლის შეგრძნება, ფერადი გარსი.

ლოტოსის ეფექტი

ჩამოტვირთვა:
lessons/ge/biol/Efekt_lotosu14.pdf - 404 KBPDF

ექსპერიმენტის არსი:
ზოგიერთ მცენარეთა ფოთლებს ახასიათებთ თვითგაწმენდის თვისება

გამოყენების სფერო/საკვანძო სიტყვები:
ფოთოლი, მცენარე, წვეთი, ჰიდროფობული, ნანოტექნოლოგია

ობის გამოზრდა

ჩამოტვირთვა:
lessons/ge/biol/Hodowla_pleśni_6.pdf - 279 KBPDF

ექსპერიმენტის არსი:
ობის განვითარების პროცესის შედარება სხვადასხვა სახის ნიადაგის (საკვები ნივთიერების) მიხედვით

გამოყენების სფერო/საკვანძო სიტყვები:
ბიოლოგია, ობი

რეაქციის დრო

ჩამოტვირთვა:
lessons/ge/biol/Czas_reakcji_2.pdf - 151 KBPDF

ექსპერიმენტის არსი:
ვამოწმებთ რეაქციას მხედველობით სტიმულზე – ვიჭერთ სახაზავს

გამოყენების სფერო/საკვანძო სიტყვები:
ფიზიოლოგია, სტიმულზე რეაქციის სიჩქარე, ნერვული სისტემა, სტიმული

რეზინის ძვალი

ჩამოტვირთვა:
lessons/ge/biol/Kości_z_gumy_15.pdf - 229 KBPDF

ექსპერიმენტის არსი:
ძმარში მოთავსებული ქათმის ძვალი რამდენიმე დღის შემდეგ რბილდება

გამოყენების სფერო/საკვანძო სიტყვები:
ძვალი, ძმარი, კალციუმი, ჰიდროქსილაპატიტი, ძვლების მინერალიზაცია

რისთვის არის საჭირო ორი თვალი

ჩამოტვირთვა:
lessons/ge/biol/Po_co_człowiekowi_para_oczu__8.pdf - 131 KBPDF

ექსპერიმენტის არსი:
მანძილის სწორად განსაზღვრის უნარს ვაფასებთ იმის მიხედვით ერთი თვალით იყურება ადამიანი, თუ ორით.

გამოყენების სფერო/საკვანძო სიტყვები:
შეგრძნება, თვალი, მხედველობა, მანძილი, სივრცითი მხედველობა

როგორ ვიპოვოთ ბრმა ლაქა

ჩამოტვირთვა:
lessons/ge/biol/Ślepa_plamka__12.pdf - 195 KBPDF

ექსპერიმენტის არსი:
ექსპერიმენტი გვიჩვენებს იმ ადგილს თვალის ბადურაზე სადაც არ არის რეცეპტორები და ის “ბრმაა”. ეს ის ადგილია თვალში საიდანაც გამოდის მხედველობის ნერვი

გამოყენების სფერო/საკვანძო სიტყვები:
შეგრძნება, თვალი, მხედველობა, ბრმა ლაქა, მხედველობის ნერვი, ბადურა, სინათლემგრძნობიარე რეცეპტორები

საფუარის სიცოცხლისუნარიანობა”

ჩამოტვირთვა:
lessons/ge/biol/Czynności_życiowe_drożdży_5.pdf - 404 KBPDF

ექსპერიმენტის არსი:
ექსპერიმენტი აჩვენებს, რომ საფუარი ცოცხალი ორგანიზმია. მტკიცებულება – სუნთქვის დროს წარმოქმნილი აირი.

გამოყენების სფერო/საკვანძო სიტყვები:
ბიოლოგია, საფუარის სიცოცხლისუნარიანობა, სუნთქვა, ფერმენტაცია (გაფუება), სოკოები, ცოცხალი ორგანიზმების სასიცოცხლო ფუნქციები

საღებავები ფოთლებში

ჩამოტვირთვა:
lessons/ge/biol/barwniki_w_lisciu_1.pdf - 131 KBPDF

ექსპერიმენტის არსი:
ფოთლებიდან საღებავების სწრაფი გამოყოფის მეთოდი, რომლის შემდეგ თვითნაკეთი ქრომატოგრაფის გამოყენებით ხდება საღებავების განცალკევება ქაღალდის ზოლზე

გამოყენების სფერო/საკვანძო სიტყვები:
მცენარეთა ფიზიოლოგია, ქლოროფილი, კაროტინოიდი, ფოტოსინთეზი, მცენარეული საღებავები, ქლოროპლასტები

ფარული სისხლძარღვები

ჩამოტვირთვა:
lessons/ge/biol/faruli_sisxldzargvebi_17.pdf - 220 KBPDF

ექსპერიმენტის არსი:
რა გზით შეიძლება დავინახოთ საკუთარი სისხლძარღვები თვალის ბადურაზე

გამოყენების სფერო/საკვანძო სიტყვები:
კაპილარები, თვალი, ბადურა, ანატომია

შიშველი კვერცხი

ჩამოტვირთვა:
lessons/ge/biol/Nagie_jajko__7.pdf - 235 KBPDF

ექსპერიმენტის არსი:
ექსპერიმენტი აჩვენებს, რომ ძმარი შლის კვერცხის ნაჭუჭს

გამოყენების სფერო/საკვანძო სიტყვები:
ბიოლოგია, კვერცხის აგებულება, ფრინველების გამრავლება

ჩვენ ვაგებთ გულმკერდის მოდელს

ჩამოტვირთვა:
lessons/ge/biol/ჩვენ_ვაგებთ_გულმკერდის_მოდელს.pdf - 220 KBPDF

ექსპერიმენტის არსი:
ფილტვების ვენტილაციის ძირითადი პრინციპების პრეზენტაციის მარტივი მეთოდი ბოთლის და გასაბერი ბუშტის გამოყენებით.

გამოყენების სფერო/საკვანძო სიტყვები:
ადამიანის ფიზიოლოგია, სუნთქვა, ვენტილაცია, დიაფრაგმა, მოდელი

წებოვანას (გლუტენის) მიღება ფქვილიდან

ჩამოტვირთვა:
lessons/ge/biol/glutenis_migeba_fqvilidan_18.pdf - 260 KBPDF

ექსპერიმენტის არსი:
ფქვილიდან, ხორბლის მარცვლის შემადგენლობაში შემავალი სამარაგო ცილების - გლუტენის გამორეცხვა წყლით

გამოყენების სფერო/საკვანძო სიტყვები:
წებოვანა, ფქვილი, იზოლირება, რაოდენობის განსაზღვრა, ალერგია

წყლის წვეთი მოქმედებს როგორც ლინზა

ჩამოტვირთვა:
lessons/ge/biol/Kropla_jako_soczewka__11.pdf - 143 KBPDF

ექსპერიმენტის არსი:
წყლის წვეთი მინაზე წარმოადგენს ამოზნექილ ლინზას – ის გამადიდებელია

გამოყენების სფერო/საკვანძო სიტყვები:
ოპტიკა,ლინზა, ლუპა, თვალი

ხახვიდან დნმ-ის გამოყოფა

ჩამოტვირთვა:
lessons/ge/biol/Izolacja_DNA_z_cebuli__13.pdf - 235 KBPDF

ექსპერიმენტის არსი:
ნუკლეინური მჟავების (სიმარტივისთვის – დნმ) დალექვის მარტივი და სწრაფი მეთოდი, რომელიც შეუიარაღებული თვალით დნმ-ის დანახვის საშუალებას გვაძლევს.

გამოყენების სფერო/საკვანძო სიტყვები:
გენეტიკა, დნმ, რნმ, ნუკლეინური მჟავები, გამოყოფა, ხახვი

მოვლენები

პროექტის დასკვნითი კონფერენცია გაიმართა

10 თებერვალს, მასწავლებლის სახლში, გაიმართა პროექტის „ინოვაციური განათლების ადგილობრივი ლიდერების“ დასკვნითი კონფერენცია.

პრიექტი 2013 წლის აპრილში დაიწყო და მის უმთავრეს მიზანს წარმოადგენდა სწავლების მეთოდოლოგიისა და სიახლეების გადაცემა საქართველოში, რათა ადგილობრივ თემებსა და სკოლებში ინოვაციური საგანმანათლებლო ინიციატივები წარმოიშვას, რაც განათლების სფეროში მოღვაწე ლიდერებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობებს გააძლიერებს.

პროექტის ფარგლებში შერჩეულ იქნა მასწავლებლები, რომელთაც სწავლებაში თანამედროვე ინოვაციური მეთოდების გამოყენებაში, პოლონელი, სლოვაკი, უნგრელი და ჩეხი ექსპერტების მიერ მომზადებული 4 ეტაპიანი ტრენინგების სერია გაიარეს. ტრენინგები მოიცავდა შემდეგ თემებს: „აქტიური სწავლება“; „შემოწმედებითობა განათლებაში“; „ინოვაციური განათლების საშუალებები“ და „დებატები და სხვა სათათბირო მოდელები კომპლექსური და წინააღმდეგობრივი საკითხების გადმოცემისას“.

შემაჯამებელ კონფერენციაზე განხილული იყო პროექტის მიმდინარეობა, განხორციელებული აქტივობები, ინოვაციური განათლების მეთოდების პრაქტიკაში დანერგვა, ასევე ჩატარდა 6 ვორკშოპი, რომელთაც ქართველი, პოლონელი, ჩეხი, სლოვაკი და უნგრელი ექსპერტები უძღვებოდნენ.

მონაწილეებს კონფერენციის ძირითადი ნაწილის გარდა, საშუალება ჰქონდათ, რომ თითოეული სესიიდან აერჩიათ და დასწრებოდნენ თითო ვორკშოპს.

ვორქშოპების თემები გახდლათ შემდეგი: „კინოხელოვნება განათლებაში“, რაც გულისხმობს, როგორ გამოვიყენოთ მხატვრული, დოკუმენტური ან ანიმაციური ფილმი ბავშვებთან და ახალგაზრდობასთან მუშაობისას ენისა და ლიტერატურის, მუსიკის, ისტორიისა და ხელოვნების გაკვეთილებზე; „ვოქრშოპი ქართული გამოცდილების შესახებ“, სადაც განხილული იყო პროექტის მიმდინარეობისას შეძენილი ცოდნისა და უნარების, რეალურ სასკოლო პრაქტიკაში გამოყენების გზები; „ვიზუალური შემოქმედებითობა სკოლაში“, რომლის მიზანიც იყო ხაზი გაესვა ვიზუალური სწავლების მნიშვნელობაზე და გაკვეთილზე ამ მეთოდის ეფექტიანად გამოყენებაზე; „ახალგაზრდა აღმომჩენთა კლუბები“; „თამაშები და სიმულაციები განათლებაში“ და „ინტერაქტიული სტილები და მათი პრაქტიკული გამოყენება ჯგუფური მუშაობის დროს “.

აღნიშნული პროექტი განხორციელდა ვიშეგრადის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით „პარტნიორები დემოკრატიული ცვლილებებისათვის“ ქსელის პოლონეთის, საქართველოს, უნგრეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის ორგანიზაციებისა და ინოვაციური განათლების ფონდის მიერ.

 

პროექტი „ინოვაციური განათლების ადგილობრივი ლიდერები” – 10 წარმატებული მინი პროექტი

პროექტი , „ინოვაციური განათლების ადგილობრივი ლიდერები”, რომელიც ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის დაფინანსებით და არასამთავრობო ორგანიზაციების, „პარნტნიორები დემოკრატიული ცვლილებისათვის” ქსელის 5 ორგანიცაზის და „ინოვაციური განათლების ფონდის“ მხარდაჭერით განხორციელდა, დასასრულს მიუახლოვდა. 

ერთწლიანი პროექტის მიზანი (აპრილი 2013, მარტი 2014) იყო სწავლების მეთოდოლოგიისა და სიახლეების გადაცემა საქართველოში, რათა ადგილობრივ თემებსა და სკოლებში ინოვაციური საგანმანათლებლო ინიციატივები დანერგილიყო, რაც განათლების სფეროში მოღვაწე ლიდერებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერებისაკენ იყო მიმართული. 

პროექტის ფარგლებში შერჩეულმა მასწავლებლებმა, სწავლებაში თანამედროვე ინოვაციური მეთოდების გამოყენებაში, პოლონელი, სლოვაკი, უნგრელი და ჩეხი ექსპერტების მიერ მომზადებული 4 ეტაპიანი ტრენინგების სერია გაიარეს. 

ტრენინგების გავლის შემდეგ, მონაწილეებს საშუალება მიეცათ, შეძენილი ცოდნა და უნარები საკუთარ სკოლებში გამოეყენებინათ.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, პროექტის მონაწილე მასწავლებლების და მეცნიერების გუნდებმა 10 მინი პროექტი განახორციელა, რომლებიც მდგომარეობდა შემდეგში: 

1)პროექტი „მავნე ჩვევები ცხოვრების ჯანსაღი წესის წინააღმდეგ“, რომლის უმთავრეს მიზანსაც წარმოადგენდა ცხოვრების ჯანსაღი წესის მნიშვნელობის გაცნობიერება და პოპულარიზაცია. მიზნის მისაღწევად გამოყენებული იქნა სხვადასხვა მეთოდები, როგორებიცაა: ექსპერიმენტების ჩატარებასაკვებ პროდუქტებზე, სტატისტიკური კვლევები, საინფორმაციო ბუკლეტების გავრცელება, ა.შ. პროექტში ჩართულები იყვნენ ქ. თბილისის, საერო სკოლა „ბინულის“და ქ. რუსთავის სსიპ #7 სკოლის მე–9, მე–10, მე–11 კლასის მოსწავლეები. 

2)პროექტი „ჯანსაღი ცხოვრების წესი“, რომლის მიზანიც გახლდათ საჯარო სკოლაში ტრენინგების ჩატარება და მოსწავლეთათვის ალკოჰოლის, სიგარეტის, ნარკოტიკების და ზოგადად ჯანმრთელობისათვის მავნებელი ნივთიერებებისა თუ დანამატების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. პროექტში ჩართულები იყვნენ სსიპ ხაშურის მუნიციპაკიტეტის სოფელ ოსიაურის საჯარო სკოლის მე–9, მე–10, მე–11, მე–12 კლასის მოსწავლეები. 

3)პროექტი „სამეცნიერო -შემოქმედებითი კონფერენცია-კონკურსი „ჩვენ გვიყვარს მათემატიკა“, რომლის მიზანიც მდგომარეობდა შემდეგში: საუკეთესო შემოქმედებითი ნაშრომის მომზადება, საუკეთესო სახალისო გაკვეთილის ჩატარება მათემატიკაში, და მათემატიკა მხატვრობაში-გამოფენის მოწყობა. პროექტში ჩართულები იყვნენ ვაჟა-ფშაველას სახელობის ქ. თბილისის 87-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები.

4)პროექტი „გალვანოპლასტიკა“ (რომელიმე საგნის ფორმის ასახვისათვის მის ზედაპირზე ლითონის ელექტროლიტური დალექვა), რომელშიც ჩართულები იყვნენ აფხაზეთის #2  საჯარო სკოლის მე–11 კლასის მოსწავლეები. 

5)პროექტი „გონიერი ფერმერები ძლიერი სოფლისათვის”, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა შეისწავლეს მომგებიანი ბიზნესის წარმოება საკუთარი სოფლის ტრადიციული კულტურის მოყვანის მაგალითზე. პროექტში ჩართულები იყვნენ ტყემლანის საჯარო სკოლის მე–11, კლასის მოსწავლეები. 

6)პროექტი „ეკოლოგია და ჩვენ  -  „ტყე შეუნახე შვილებსა”, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა ეკოლოგიური პრობლემების შესახებ მოსწავლეთა ინფორმირება და მათივე ჩართულობით აღნიშნული პრობლემის მოგვარების გზების მოძიება. პროექტი მოიცავდა მოსწავლეების ჩართვას ტყის მასივების დასუფთავებაში, ექსკურსიებზე წაყვანას და ა.შ.პროექტში ჩართულები იყვნენ ბაქსვუდის საერთაშორისო  სკოლა-თბილისის I-IV, კლასის მოსწავლეები.

7)პროექტი „რა დანიშნულება აქვს ფერმენტებს კვების დროს“, მის მიზანი იყო „ინოვაციური განათლების ადგილობრივი ლიდერების“ ფარგლებში გავლილ ტრენინგთა აქტივობების წარმოჩენა. გამოყენებული იყო კოლბის მეთოდი და ასევე სხვადასხვა ტიპის აქტივობები, მათ შორის თომას-კილმენის კონფლიქტის ტიპების კითხვარი. პროექტში ჩართულები იყვნენ თბილისის მწვანე სკოლის მე–8, კლასის მოსწავლეები. 

8)პროექტი“CAMERA OBSCURA“ – „ინოვაციური განათლების ადგილობრივი ლიდერების“ ფარგლებში გავლილ ტრენინგზე მიღებული გამოცდილების მიხედვით დაიგეგმა და კოლბის მეთოდის გამოყენებით ჩატარდა ფიზიკის გაკვეთილი. გაკვეთილი იმდენად საინტერესო აღმოჩნდა მოსწავლეთათვის, რომ თუ განვლილ პერიოდში ისინი მოწყენილობისაგან იღლებოდნენ, ახლა მთლიანად იყვნენ პროცესში ჩართულნი, რაც გაკვეთილის მსვლელობისას გადაღებული ფოტო მასალიდანაც ნათლად ჩანს. პროექტში ჩართულები იყვნენ ქუთაისის # 17 საჯარო სკოლისა დაშპს კერძო სკოლა „ქართული სკოლის“ პადაგოგები.

9)პროექტი „იყავი ჭკვიანი, არ დაიწყო ... (მოწევა)“, რომლის მთავარი მიზანიც იყო თამბაქოს მავნე ზემოქმედების შესახებ ინფორმაციის მიწოდება მოზარდთათვის. პროექტში ჩართულები იყვნენ ხიდისთავის საჯარო სკოლის საბუნებისმეტყველო ,,ბიო“  კლუბის წევრები.

10)პროექტი „ჩვენ ვირჩევთ ცხოვრების ჯანსაღ წესს“, მისი უმთავრესი იდეა გახლდათ მოზარდებისათვის მიეწოდებინათ სტატისტიკური ინფორმაცია საქართველოსა და მთლიანად მსოფლიოში ალკოჰოლის, თამბაქოს და ჭარბი წონის მავნე შედეგების შესახებ. გარდა ამისა პროექტი მიზნად ისახავდა ბავშვებში ისეთი უნარ–ჩვევების გამომუშავებას, რაც მათ მომავალში დაეხმარებოდა ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვაში. პროექტში ჩართულები იყვნენ ბათუმის #1 საჯარო სკოლის მაღალი კლასის მოსწავლეები.   

საყურადღებოა, რომ ათივე პროექტი წარმატებული და რაც მთავარია, მოსწავლეთათვის საკმაოდ საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა. ასევე საგულისხმოა სხვადასხვა სკოლების აქტიური თანამშრომლობა, რასაც რამდენიმე პროექტში ჰქონდა ადგილი და მოზარდებისთვის საკუთარი თანატოლების უკეთ გაცნობის და საინტერესო გამოცდილების შეძენის საწინდარი გამოდგა.

 

 

„ინოვაციური განათლების ადგილობრივი ლიდერები“ – ტრენინგების მეოთხე ეტაპი

2013 წლის 22–24 სექტემბერს, ქ. თბილისში, საერთაშორისო პროექტით - „ინოვაციური განათლების ადგილობრივი ლიდერები“ გათვალისწინებული ტრენინგების მეოთხე ეტაპი ჩატარდა. 

ტრენინგების მეოთხე ეტაპის თემატიკა იყო შემდეგი: დებატები და სხვა სათათბირო მოდელები კომპლექსური და წინააღმდეგობრივი საკითხების გადმოცემისას. 

ტრენინგებს უძღვებოდა პროექტის პარტნიორი ორგანიზაციის „პარტნიორები ჩეხეთის” წარმომადგენელი. 

სულ ტრენინგების 4–ეტაპი ჩატარდა. პირველი ეტაპი 24–26 აპრილს გაიმართა. ტრენინგების თემატიკა იყო: აქტიური სწავლება: მეთოდოლოგია, ეფექტიანობა, ზეგავლენა ღირებულებებზე, მოსწავლეთა ქცევა და დამოკიდებულება სწავლისადმი. მეორე ეტაპი 24–26 მაისს გაიმართა და ტრენინგების თემატიკა იყო: შემოქმედებითობა განათლებაში: მეთოდოლოგია და საშუალებები ყოველდღიურ სასკოლო პრაქტიკაში. მესამე ეტაპი 22–24 ივნისს გაიმართა, რომლის თემატიკაც იყო ინოვაციური განათლების საშუალებები: სიმულაციები, თამაშები, როლური თამაში სწავლებაში.

კურსი ღია კონკურსის საფუძველზე შერჩეულმა 18-მა მასწავლებელმა და მეცნიერმა გაიარა. 

თითოეული ტრენინგის შემდეგ მასწავლებლებმა დაიწყეს საკუთარ საგაკვეთილო პროცესში მიღებული ცოდნისა და უნარების გამოყენება. ხოლო ტრენინგების სერიის გავლის შემდეგ, მონაწილეებს მიეცემათ საშუალება საკუთარ სკოლებში ასევე განახორციელონ მცირე თანამშრომლობითი პროექტები. 

პროექტი, რომელიც ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მიერ არის დაფინანსებული, ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის - „პარტნიორები დემოკრატიული ცვლილებისათვის“ ხუთი ორგანიზაციისა და ინოვაციური განათლების ფონდის მიერ.   

 

»» მოვლენები