გალერეა

პროექტის დასკვნითი კონფერენცია გაიმართა

10 თებერვალს, მასწავლებლის სახლში, გაიმართა პროექტის „ინოვაციური განათლების ადგილობრივი ლიდერების“ დასკვნითი კონფერენცია. პრიექტი 2013 წლის აპრილში დაიწყო და მის უმთავრეს მიზანს წარმოადგენდა სწავლების მეთოდოლოგიისა და სიახლეების გადაცემა საქართველოში, რათა ადგილობრივ თემებსა და სკოლებში ინოვაციური საგანმანათლებლო ინიციატივები წარმოიშვას, რაც განათლების სფეროში მოღვაწე ლიდერებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობებს გააძლიერებს.

„ინოვაციური განათლების ადგილობრივი ლიდერები“ – ტრენინგების მეოთხე ეტაპი

2013 წლის 22–24 სექტემბერს, ქ. თბილისში, საერთაშორისო პროექტით - „ინოვაციური განათლების ადგილობრივი ლიდერები“ გათვალისწინებული ტრენინგების მეოთხე ეტაპი ჩატარდა. ტრენინგების მეოთხე ეტაპის თემატიკა იყო შემდეგი: დებატები და სხვა სათათბირო მოდელები კომპლექსური და წინააღმდეგობრივი საკითხების გადმოცემისას.

„ინოვაციური განათლების ადგილობრივი ლიდერები“ – ტრენინგების მესამე ეტაპი

2013 წლის 24-26 ივნისს, ქ. თბილისში, საერთაშორისო პროექტით - „ინოვაციური განათლების ადგილობრივი ლიდერები“ გათვალისწინებული ტრენინგების მესამე ეტაპი ჩატარდა. ტრენინგებს უძღვებოდა პროექტის პარტნიორი ორგანიზაციის „პარტნიორები - უნგრეთი” წარმომადგენელი, იანოშ ვაგნერი.

„ინოვაციური განათლების ადგილობრივი ლიდერები“ – ტრენინგების მეორე ეტაპი

2013 წლის 22–24 მაისს, ქ. თბილისში, ჩატარდა საერთაშორისო პროექტით - „ინოვაციური განათლების ადგილობრივი ლიდერები“ გათვალისწინებული ტრენინგების მეორე ეტაპი.

„ინოვაციური განათლების ადგილობრივი ლიდერები“ - ტრენინგების პირველი ეტაპი

2013 წლის 24-26 აპრილს, თბილისში, საერთაშორისო პროექტის - „ინოვაციური განათლების ადგილობრივი ლიდერები“ ფარგლებში, პირველი ტრენინგები ჩატარდა.

მოვლენები

პროექტის დასკვნითი კონფერენცია გაიმართა

10 თებერვალს, მასწავლებლის სახლში, გაიმართა პროექტის „ინოვაციური განათლების ადგილობრივი ლიდერების“ დასკვნითი კონფერენცია.

პრიექტი 2013 წლის აპრილში დაიწყო და მის უმთავრეს მიზანს წარმოადგენდა სწავლების მეთოდოლოგიისა და სიახლეების გადაცემა საქართველოში, რათა ადგილობრივ თემებსა და სკოლებში ინოვაციური საგანმანათლებლო ინიციატივები წარმოიშვას, რაც განათლების სფეროში მოღვაწე ლიდერებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობებს გააძლიერებს.

პროექტის ფარგლებში შერჩეულ იქნა მასწავლებლები, რომელთაც სწავლებაში თანამედროვე ინოვაციური მეთოდების გამოყენებაში, პოლონელი, სლოვაკი, უნგრელი და ჩეხი ექსპერტების მიერ მომზადებული 4 ეტაპიანი ტრენინგების სერია გაიარეს. ტრენინგები მოიცავდა შემდეგ თემებს: „აქტიური სწავლება“; „შემოწმედებითობა განათლებაში“; „ინოვაციური განათლების საშუალებები“ და „დებატები და სხვა სათათბირო მოდელები კომპლექსური და წინააღმდეგობრივი საკითხების გადმოცემისას“.

შემაჯამებელ კონფერენციაზე განხილული იყო პროექტის მიმდინარეობა, განხორციელებული აქტივობები, ინოვაციური განათლების მეთოდების პრაქტიკაში დანერგვა, ასევე ჩატარდა 6 ვორკშოპი, რომელთაც ქართველი, პოლონელი, ჩეხი, სლოვაკი და უნგრელი ექსპერტები უძღვებოდნენ.

მონაწილეებს კონფერენციის ძირითადი ნაწილის გარდა, საშუალება ჰქონდათ, რომ თითოეული სესიიდან აერჩიათ და დასწრებოდნენ თითო ვორკშოპს.

ვორქშოპების თემები გახდლათ შემდეგი: „კინოხელოვნება განათლებაში“, რაც გულისხმობს, როგორ გამოვიყენოთ მხატვრული, დოკუმენტური ან ანიმაციური ფილმი ბავშვებთან და ახალგაზრდობასთან მუშაობისას ენისა და ლიტერატურის, მუსიკის, ისტორიისა და ხელოვნების გაკვეთილებზე; „ვოქრშოპი ქართული გამოცდილების შესახებ“, სადაც განხილული იყო პროექტის მიმდინარეობისას შეძენილი ცოდნისა და უნარების, რეალურ სასკოლო პრაქტიკაში გამოყენების გზები; „ვიზუალური შემოქმედებითობა სკოლაში“, რომლის მიზანიც იყო ხაზი გაესვა ვიზუალური სწავლების მნიშვნელობაზე და გაკვეთილზე ამ მეთოდის ეფექტიანად გამოყენებაზე; „ახალგაზრდა აღმომჩენთა კლუბები“; „თამაშები და სიმულაციები განათლებაში“ და „ინტერაქტიული სტილები და მათი პრაქტიკული გამოყენება ჯგუფური მუშაობის დროს “.

აღნიშნული პროექტი განხორციელდა ვიშეგრადის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით „პარტნიორები დემოკრატიული ცვლილებებისათვის“ ქსელის პოლონეთის, საქართველოს, უნგრეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის ორგანიზაციებისა და ინოვაციური განათლების ფონდის მიერ.

 

პროექტი „ინოვაციური განათლების ადგილობრივი ლიდერები” – 10 წარმატებული მინი პროექტი

პროექტი , „ინოვაციური განათლების ადგილობრივი ლიდერები”, რომელიც ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის დაფინანსებით და არასამთავრობო ორგანიზაციების, „პარნტნიორები დემოკრატიული ცვლილებისათვის” ქსელის 5 ორგანიცაზის და „ინოვაციური განათლების ფონდის“ მხარდაჭერით განხორციელდა, დასასრულს მიუახლოვდა. 

ერთწლიანი პროექტის მიზანი (აპრილი 2013, მარტი 2014) იყო სწავლების მეთოდოლოგიისა და სიახლეების გადაცემა საქართველოში, რათა ადგილობრივ თემებსა და სკოლებში ინოვაციური საგანმანათლებლო ინიციატივები დანერგილიყო, რაც განათლების სფეროში მოღვაწე ლიდერებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერებისაკენ იყო მიმართული. 

პროექტის ფარგლებში შერჩეულმა მასწავლებლებმა, სწავლებაში თანამედროვე ინოვაციური მეთოდების გამოყენებაში, პოლონელი, სლოვაკი, უნგრელი და ჩეხი ექსპერტების მიერ მომზადებული 4 ეტაპიანი ტრენინგების სერია გაიარეს. 

ტრენინგების გავლის შემდეგ, მონაწილეებს საშუალება მიეცათ, შეძენილი ცოდნა და უნარები საკუთარ სკოლებში გამოეყენებინათ.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, პროექტის მონაწილე მასწავლებლების და მეცნიერების გუნდებმა 10 მინი პროექტი განახორციელა, რომლებიც მდგომარეობდა შემდეგში: 

1)პროექტი „მავნე ჩვევები ცხოვრების ჯანსაღი წესის წინააღმდეგ“, რომლის უმთავრეს მიზანსაც წარმოადგენდა ცხოვრების ჯანსაღი წესის მნიშვნელობის გაცნობიერება და პოპულარიზაცია. მიზნის მისაღწევად გამოყენებული იქნა სხვადასხვა მეთოდები, როგორებიცაა: ექსპერიმენტების ჩატარებასაკვებ პროდუქტებზე, სტატისტიკური კვლევები, საინფორმაციო ბუკლეტების გავრცელება, ა.შ. პროექტში ჩართულები იყვნენ ქ. თბილისის, საერო სკოლა „ბინულის“და ქ. რუსთავის სსიპ #7 სკოლის მე–9, მე–10, მე–11 კლასის მოსწავლეები. 

2)პროექტი „ჯანსაღი ცხოვრების წესი“, რომლის მიზანიც გახლდათ საჯარო სკოლაში ტრენინგების ჩატარება და მოსწავლეთათვის ალკოჰოლის, სიგარეტის, ნარკოტიკების და ზოგადად ჯანმრთელობისათვის მავნებელი ნივთიერებებისა თუ დანამატების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. პროექტში ჩართულები იყვნენ სსიპ ხაშურის მუნიციპაკიტეტის სოფელ ოსიაურის საჯარო სკოლის მე–9, მე–10, მე–11, მე–12 კლასის მოსწავლეები. 

3)პროექტი „სამეცნიერო -შემოქმედებითი კონფერენცია-კონკურსი „ჩვენ გვიყვარს მათემატიკა“, რომლის მიზანიც მდგომარეობდა შემდეგში: საუკეთესო შემოქმედებითი ნაშრომის მომზადება, საუკეთესო სახალისო გაკვეთილის ჩატარება მათემატიკაში, და მათემატიკა მხატვრობაში-გამოფენის მოწყობა. პროექტში ჩართულები იყვნენ ვაჟა-ფშაველას სახელობის ქ. თბილისის 87-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები.

4)პროექტი „გალვანოპლასტიკა“ (რომელიმე საგნის ფორმის ასახვისათვის მის ზედაპირზე ლითონის ელექტროლიტური დალექვა), რომელშიც ჩართულები იყვნენ აფხაზეთის #2  საჯარო სკოლის მე–11 კლასის მოსწავლეები. 

5)პროექტი „გონიერი ფერმერები ძლიერი სოფლისათვის”, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა შეისწავლეს მომგებიანი ბიზნესის წარმოება საკუთარი სოფლის ტრადიციული კულტურის მოყვანის მაგალითზე. პროექტში ჩართულები იყვნენ ტყემლანის საჯარო სკოლის მე–11, კლასის მოსწავლეები. 

6)პროექტი „ეკოლოგია და ჩვენ  -  „ტყე შეუნახე შვილებსა”, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა ეკოლოგიური პრობლემების შესახებ მოსწავლეთა ინფორმირება და მათივე ჩართულობით აღნიშნული პრობლემის მოგვარების გზების მოძიება. პროექტი მოიცავდა მოსწავლეების ჩართვას ტყის მასივების დასუფთავებაში, ექსკურსიებზე წაყვანას და ა.შ.პროექტში ჩართულები იყვნენ ბაქსვუდის საერთაშორისო  სკოლა-თბილისის I-IV, კლასის მოსწავლეები.

7)პროექტი „რა დანიშნულება აქვს ფერმენტებს კვების დროს“, მის მიზანი იყო „ინოვაციური განათლების ადგილობრივი ლიდერების“ ფარგლებში გავლილ ტრენინგთა აქტივობების წარმოჩენა. გამოყენებული იყო კოლბის მეთოდი და ასევე სხვადასხვა ტიპის აქტივობები, მათ შორის თომას-კილმენის კონფლიქტის ტიპების კითხვარი. პროექტში ჩართულები იყვნენ თბილისის მწვანე სკოლის მე–8, კლასის მოსწავლეები. 

8)პროექტი“CAMERA OBSCURA“ – „ინოვაციური განათლების ადგილობრივი ლიდერების“ ფარგლებში გავლილ ტრენინგზე მიღებული გამოცდილების მიხედვით დაიგეგმა და კოლბის მეთოდის გამოყენებით ჩატარდა ფიზიკის გაკვეთილი. გაკვეთილი იმდენად საინტერესო აღმოჩნდა მოსწავლეთათვის, რომ თუ განვლილ პერიოდში ისინი მოწყენილობისაგან იღლებოდნენ, ახლა მთლიანად იყვნენ პროცესში ჩართულნი, რაც გაკვეთილის მსვლელობისას გადაღებული ფოტო მასალიდანაც ნათლად ჩანს. პროექტში ჩართულები იყვნენ ქუთაისის # 17 საჯარო სკოლისა დაშპს კერძო სკოლა „ქართული სკოლის“ პადაგოგები.

9)პროექტი „იყავი ჭკვიანი, არ დაიწყო ... (მოწევა)“, რომლის მთავარი მიზანიც იყო თამბაქოს მავნე ზემოქმედების შესახებ ინფორმაციის მიწოდება მოზარდთათვის. პროექტში ჩართულები იყვნენ ხიდისთავის საჯარო სკოლის საბუნებისმეტყველო ,,ბიო“  კლუბის წევრები.

10)პროექტი „ჩვენ ვირჩევთ ცხოვრების ჯანსაღ წესს“, მისი უმთავრესი იდეა გახლდათ მოზარდებისათვის მიეწოდებინათ სტატისტიკური ინფორმაცია საქართველოსა და მთლიანად მსოფლიოში ალკოჰოლის, თამბაქოს და ჭარბი წონის მავნე შედეგების შესახებ. გარდა ამისა პროექტი მიზნად ისახავდა ბავშვებში ისეთი უნარ–ჩვევების გამომუშავებას, რაც მათ მომავალში დაეხმარებოდა ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვაში. პროექტში ჩართულები იყვნენ ბათუმის #1 საჯარო სკოლის მაღალი კლასის მოსწავლეები.   

საყურადღებოა, რომ ათივე პროექტი წარმატებული და რაც მთავარია, მოსწავლეთათვის საკმაოდ საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა. ასევე საგულისხმოა სხვადასხვა სკოლების აქტიური თანამშრომლობა, რასაც რამდენიმე პროექტში ჰქონდა ადგილი და მოზარდებისთვის საკუთარი თანატოლების უკეთ გაცნობის და საინტერესო გამოცდილების შეძენის საწინდარი გამოდგა.

 

 

„ინოვაციური განათლების ადგილობრივი ლიდერები“ – ტრენინგების მეოთხე ეტაპი

2013 წლის 22–24 სექტემბერს, ქ. თბილისში, საერთაშორისო პროექტით - „ინოვაციური განათლების ადგილობრივი ლიდერები“ გათვალისწინებული ტრენინგების მეოთხე ეტაპი ჩატარდა. 

ტრენინგების მეოთხე ეტაპის თემატიკა იყო შემდეგი: დებატები და სხვა სათათბირო მოდელები კომპლექსური და წინააღმდეგობრივი საკითხების გადმოცემისას. 

ტრენინგებს უძღვებოდა პროექტის პარტნიორი ორგანიზაციის „პარტნიორები ჩეხეთის” წარმომადგენელი. 

სულ ტრენინგების 4–ეტაპი ჩატარდა. პირველი ეტაპი 24–26 აპრილს გაიმართა. ტრენინგების თემატიკა იყო: აქტიური სწავლება: მეთოდოლოგია, ეფექტიანობა, ზეგავლენა ღირებულებებზე, მოსწავლეთა ქცევა და დამოკიდებულება სწავლისადმი. მეორე ეტაპი 24–26 მაისს გაიმართა და ტრენინგების თემატიკა იყო: შემოქმედებითობა განათლებაში: მეთოდოლოგია და საშუალებები ყოველდღიურ სასკოლო პრაქტიკაში. მესამე ეტაპი 22–24 ივნისს გაიმართა, რომლის თემატიკაც იყო ინოვაციური განათლების საშუალებები: სიმულაციები, თამაშები, როლური თამაში სწავლებაში.

კურსი ღია კონკურსის საფუძველზე შერჩეულმა 18-მა მასწავლებელმა და მეცნიერმა გაიარა. 

თითოეული ტრენინგის შემდეგ მასწავლებლებმა დაიწყეს საკუთარ საგაკვეთილო პროცესში მიღებული ცოდნისა და უნარების გამოყენება. ხოლო ტრენინგების სერიის გავლის შემდეგ, მონაწილეებს მიეცემათ საშუალება საკუთარ სკოლებში ასევე განახორციელონ მცირე თანამშრომლობითი პროექტები. 

პროექტი, რომელიც ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მიერ არის დაფინანსებული, ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის - „პარტნიორები დემოკრატიული ცვლილებისათვის“ ხუთი ორგანიზაციისა და ინოვაციური განათლების ფონდის მიერ.   

 

»» მოვლენები